ირაკლი ღარიბაშვილი: რელიგიის სააგენტოს შექმნა არის ჩვენი მთავრობის ინიციატივა

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რელიგიის სააგენტოს შექმნა არის ჩვენი მთავრობის ინიციატივა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სააგენტოს შექმნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის დროს და დასრულდა ამ მთავრობის პირობებში.

პრემიერის ირმოაციით, წლების განმავლობაში რელიგიურ უმცირესობებს ყურადღება არ ექცეოდათ, ახალი ხელისუფლების პირობებში კი 4 რელიგიურ კონფესიას ფინანსური დახმარება გაეწია.

მისივე განმარტებით, ბათუმში აშენდება სამუფთოს რეზიდენცია და მედრესე, რომელიც ქართველი მუსლიმების ცენტრი იქნება.

“ეს დავიწყეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს და ჩემს დროს დავასრულეთ. ამ სააგენტოს შექმნით ჩვენ უპრეცედენტო რამ გავაკეთეთ, რადგან წლების განმავლობაში არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ჩვენს მუსულმანებს, კათოლიკეებს, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს, ასევე ებრაელებს. ჩვენ ამ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დავუნიშნეთ დაფინანსება და რელიგიის სააგენტომ სამუფთოსთან ერთად გადაწყვიტა სამუფთოსთვის რეზიდენციისა და მედრესეს გაკეთება, რომელიც ძალიან კარგი მუსულმანური ცენტრი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში იმყოფებოდა. მან სასტუმრო “კოლიზეუმი” გახსნა და მშენებარე ობიექტი დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები