მიხეილ სააკაშვილის აზრით, დონბასი ავღანეთის ბედს გაიზიარებს
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, რომელთა ნაწილი ამჟამად პრორუსი „ბოევიკების“ მიერ არის ოკუპირებული, ავღანეთის ბედს გაიზიარებს საბჭოთა ინტერვენციის დროს.
ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ლუგანსკსა და დონეცკს იგივე დაემართება, რაც ავღანეთს საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ – ეს ორი ოლქი უკრაინის შემადგენლობაში იქნება“, – აცხადებს სააკაშვილი.
ის ასევე ამბობს, რომ რუსეთში ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგ რუსეთში ქაოსი იქნება.
„პუტინის შემდეგ 2-3 წლის განმავლობაში ქაოსი იქნება, სახელისუფლო ვერტიკალის შემდეგ ყოველთვის ასე ხდება. კარგია, თუ ეს პერიოდი სერიოზული სისხლისღვრის გარეშე ჩაივლის“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის ბევრ სუბიექტს გამოყოფა მოუნდება. „გამოყოფას შეეცდებიან ჩრდილოეთ კავკასია, თათრეთი და ბაშკირეთი, ასევე – შორეული აღმოსავლეთი. მოხდება იგივე, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, – აცხადებს ოდესის გუბერნატორი.