თამარ სანიკიძე: განათლების სამინისტრო ახალი ყდით შეფუთული ძველი წიგნების დარიგებას არ აპირებს

ახალი სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი ყდით შეფუთული ძველი წიგნების დარიგებას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველანაირი, მათ შორის, ახალი ყდების ვერსიაც განიხილებოდა, თუმცა სახელმძღვანელოების აღწერის შემდეგ ამის საჭიროება არ არსებობს.
„ვაპირებთ იმას, რომ ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელო დახვდეს სკოლაში, იმიტომ რომ ეს არის საჭირო პროექტი, მნიშვნელოვანი და ამის განხორციელებას როგორც ვგეგმავდით, ასევე გავაგრძელებთ. რაც შეეხება სახელმძღვანელოების შიგთავსს და ახალი გარეკანის გაკეთებას, ჩვენ მრავალი ვერსია გადავამოწმეთ წლის განმავლობაში, მათ შორის: ახლის დაბეჭდვა, გარეკანის გამოცვლა, შიგთავსის რესტავრაცია. ყველანაირი გზა ვცადეთ იმისათვის, რომ ანალიზი გაგვეკეთებინა და გვენახა, რომელი ვერსია იქნებოდა კარგი“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები