“პრემიერი რუსთავი 2”- ზე:„ჩვენთვის მთავარია, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ამ პროცესში მთავრობა არ მონაწილეობს.
„ჩვენთვის მთავარია, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს არის 2 კერძო სუბიექტს შორის დავა, რომელიც სასამართლოში უნდა გაგრძელდეს.
„აქ მთავრობის მონაწილეობა რამდენადაც არ უნდა შეეცადოთ, რომ აჩვენოთ, მათ შორის თქვენი ტელეკომპანია, გამორიცხულია. ჩემი პოზიცია არის შემდეგი-ეს არის 2 კერძო სუბიექტს შორის დავა, რომელიც უნდა გაგრძელდეს სასამართლოიში,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები