პრემიერი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: თუ რამეს გადავწყვეტთ, თქვენს გარეშე არ გავაკეთებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, – აღნიშნულის შესახებ მან სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
“არავითარი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან არაფერს ვგეგმავთ ამ ეტაპზე. თუ რამეს გადავწყვეტთ, თქვენს გარეშე არ გავაკეთებთ”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები განხორციელდება, რომლის თანახმადაც შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგარეო უწყების ხელმძღვალი თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.