მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიციის მანქანის საბარგულში (ფოტო, ვიდეო)
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქალაქის ახალი საპატრულო პოლიციის წვრთნებში მონაწილეობდა. ოდესელებმა სააკაშვილი დაშავებულთა ევაკუაციის წვრთნებში იხილეს, რომელიც პოლიციის ერთ-ერთ ბაზაზე გაიმართა.
ოდესის ახალ პოლიციას ამერიკელი პოლიციელები ამზადებენ. ეს გადაწყვეტილება უკრაინაში აშშ-ს საელჩოსთან გაფორმებული მემორანდუმის დროს მიიღეს. ახალი პოლიცია ოდესაში შემოდგომიდან უნდა ამოქმედდეს და მან მილიცია უნდა გამოცვალოს. ასეთივე რეფორმის გატარება კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებშიც იგეგმება.