ირაკლი ალასანია: მთავარია, მიზანმიმართულად განვავითაროთ თავდაცვა და ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ

რუსეთი მასშტაბური წვრთნებით მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სომხეთის, ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ მორიგი წვრთნების დაწყების ფაქტს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ამ ქმედებებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ევროკავშირიდან შეფასებები მოჰყვება, თუმცა, მისივე თქმით, ეს არის ერთი მხარე. “ეს არის ბუნებრივია ნაბიჯი, რომელიც დემონსტრირებას უკეთებს მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს. ეს არის გარკვეულწილად მათი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ამიტომ,

მიზანმიმართულად უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენს შეიარაღებას, სამხედრო შეიარაღებულ ძალებს და ვაძლიერებდეთ ეკონომიკას”, – განაცხადა ალასანიამ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს არის საქართველოს მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი.

“არ არის აუცილებელი, რაღაც ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ ნებისმიერი სამხედრო აქტივობისთვის მზად ვიყოთ და თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები