უკრაინელი პოლიტოლოგი – სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდეს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არსენი იაცენიუკი შეცვალოს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გევრდზე უკრაინელი პოლიტოლოგი მიხეილ პავლივი წერს. „სააკაშვილი არის შეერთებული შტატების საკუთრება. მას სუბიექტურობის მიზერული დონეც კი არ გააჩნია, რომელიც აქვს პეტრო პოროშენკოს. სააკაშვილი არის ვაშინგტონის ახალი პროექტი უკრაინაში. ის დიდი ალბათობით პრემიერ-მინისტრი გახდება და ამოუწურავ დასავლურ მხარდაჭერას მიიღებს“, – დაწერა პავლივმა.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ იაცენიუკის დრო პრემიერის პოსტზე იწურება. სწორედ ამას უკავშირებს პავლივი ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე არსენი იაცენიუკის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ.

„იაცენიუკი რომ გაწირეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში იყო ცნობილი – გაწირეს პოროშენკოს სასარგებლოდ, ახლა კი თავად პოროშენკოს გაწირვა იგეგმება სააკაშვილის სასარგებლოდ. ეს არის ამერიკული რულეტკა უკრაინაში – უაზრო და დაუნდობელი“, – აცხადებს პავლივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები