ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს (ფოტოკოლაჟი)

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 31 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის წარმომადგენლებმა ქართველი გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს. მამა გიორგიმ გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ღვაწლის შესახებ ისაუბრა და მისი გმირობა გაიხსენა. მისი თქმით, გიორგი ანწუხელიძემ ეროვნული გმირის წოდება ღირსეულად მიიღო. წამების მიუხედავად, იგი არ გატყდა და მტერს არ დანებდა. „მან მთელ მსოფლიოს აჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა. ის ვაჟკაცობის განსახიერებაა. მისი ხსოვნა მუდამ იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის გულში და მისი გმირობის ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემა“, – აღნიშნა ბესიკ ლოლაძემ.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის წარმომადგენლებმაც გაიხსენეს. სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი გმირები და მათი ოჯახის წევრები.

საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პატივს მიაგებს გმირის ხსოვნას.

მოგვიანებით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

11866422_1041278969238178_6453144612617906486_n

11870645_1041279039238171_7369214053911494862_n

11870651_1041278902571518_5120123307831789018_n

11890992_1041278995904842_8637058050687504769_n

11891127_1041278885904853_1224734149015983904_n

11899921_1041279092571499_8951453128752284155_n

11899930_1041278992571509_2156222928801174845_n

11911634_398438277029028_980873551_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები