ლაგოდეხის ვიზიტორთა ცენტრში წიგნის კუთხე გაიხსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდა, სადაც ტურისტულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ ახლად გახსნილი წიგნის კუთხეც დაათვალიერა. საქართევლოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ლაგოდეხის ვიზიტორთა ცენტრს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე 300 – მდე წიგნი გადასცა. წიგნის კუთხე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო. უახლოეს მომავალში წიგნის კუთხე მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები