ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი უკვდავი ხსოვნის წინაშე
ასეთი ვაჟკაცები აძლიერებდნენ ყოველთვის საქართველოს… გმირები არ კვდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – დღე, რომელიც ერთდროულად სიამაყით და მწუხარებით აღგვავსებს, დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს მის დაუვიწყარ თავგანწირვას სამშობლოსთვის. ასეთი ვაჟკაცები აძლიერებდნენ ყოველთვის საქართველოს… გმირები არ კვდებიან… გიორგი საქართველოს ისტორიაა და ჩვენი – თითოეული ქართველის სიამაყე… კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი უკვდავი ხსოვნის წინაშე”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.