დავით საყვარელიძე პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების ნათესაური კავშირების გამოქვეყნებას გეგმავს
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ადგილობრივი პროკურატურის ორგანოებში მოსამზადებელი კონკურსის პროცესში ყველა თანამდებობის პირის ნათესაური კავშირის გასაჯაროებას გეგმავს.
„ეს საკითხი გადაწყვეტილია და ის დეტალურად არის შესასწავლი. პროკურატურისთვის მთავარი საფრთხე არის კორუფცია. ჩვენ უნდა შევისწავლოთ პროკურატურის თანამშრომელთა ნათესაური კავშირები, ვინაიდან ამ სტრუქტურის ყველა თანამდებობის პირის ახლო ნათესავები ასევე პროკურატურებში მუშაობენ ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე“, – განაცხადა საყვარელიძემ „უკრაინსკი ნოვოსტისთან“ ინტერვიუში. საყვარელიძემ ასევე განაცხადა, რომ ტესტების შედგენაში პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ, ამიტომ „ძალიან გასაკვირია იმაზე საუბარი, რომ ამ ტესტებს მეცნიერები არ ადგენდნენ“.
„მე მაქვს კონკრეტული სია, სადაც მითითებულია, თუ ვინ მონაწილეობდა ამ ტესტების შედგენაში. ეს არის კორუფციასთან ბრძოლაში თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია და პროფესორ-მასწავლებლები“, – აცხადებს უკრაინის გენპროკურორის მოადგილე.