ოთარ დანელია: ფქვილზე ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ფქვილზე ფასის მომატება მოსალოდნელი არ არის.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ხორბლის ძალიან მაღალი მოსავალია.

„საქართველოში ხორბლის ძალიან მაღალი მოსავალია. მესმის, რომ ეს შეიძლება ცალსახად სასურსათო დანიშნულებისა ვერ იყოს, მაგრამ შერევისთვის ეს არის მისაღები ხარისხი, ამასთან, ემატება ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასი. ზოგადად, საერთაშორისო მასშტაბით ხორბალი ყველგან გაიაფებულია, შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს.

მე ასევე მინდა გამოვეხმაურო “იფქლის“ ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შევხვედრილიყავით და სამინისტროდან შეუთვალეს, რომ არ ვხვდებით. ეს სიმართლეს არ შეესაბამება,დიახ, ჩვენ უნდა შევხვდეთ და ეს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მოხდება. თუ სხვა გარემოებებზეა საუბარი, მე რაიმე კონკრეტულის თქმა ნამდვილად გამიჭირდება და ნებისმიერს ვთხოვდი, დააკონკრეტოს ის მიმართულება, როდესაც ამბობენ, რომ გამკაცრდა კონტროლი ხორბლისა და ფქვილის ნაწილში, იმიტომ რომ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით და საინტერესო იქნება, რომ ჩვენც ვიცოდეთ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები