ახალგაზრდა მამაკაცი გალაკტიონის ხიდიდან გადახტომას ცდილობდა (ფოტოკოლაჟი)
რამდენიმე წუთის წინ თბილისში, გალაკტიონის ხიდზე ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა, დაახლოებით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ხიდიდან გადახტომას ცდილობდა, თუმცა მისი გადარჩენა დროულად მოხდა.
როგორც “კვირას” შსს-ს თანამშრომლემა განუცხადა, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და დროულად მოხდა მისი შეჩერება.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო-სახანძრო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ამჟამად მამაკაცის ჯამრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.