ელისო ჩაფიძე გაეროში ვიზიტზე: პრემიერი უნდა წავიდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ გაეროში, ძირითად ღონისძიებებზე დელეგაციას საქართველოს პრემიერმა უნდა უხელმძღვანელოს და გაეროში სიტყვითაც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გამოვიდეს.
გიორგი მარგველაშვილი კი, ჩაფიძის თქმით, ლიტვის პრეზიდენტის ღონისძიებას უნდა დაესწროს, სადაც არის ის მიწვეული.
„პრემიერი უნდა წავიდეს, ის მიწვეულია ამ მაღალი დონის ღონისძიებაზე, ის წარმოადგენს ქვეყნის პირველ პირს და მან უნდა წარმოადგინოს საქართველო პოლიტიკური, საგარეო ორიენტაციის და სხვა თვალსაზრისით. ხოლო პრეზიდენტის მიწვევა არანაირად არ უშლის ხელს ღონისძიების მიმდინარეობას, ის ისაუბრებს ქალთა უფლებებზე და არა მგონია, რომ პრობლემური იყოს ურთიერთშეთანხმება“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.