შემოსავლების სამსახური: ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს
ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, – ასე ეხმაურებიან შემოსავლების სამსახურში ფქვილზე ფასის ზრდას.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა გეზში ერთ დღეში სრულდება.
„გეზში საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ერთ დღეში სრულდება. ამის დასტურია სტატისტიკური მონაცემები – თუკი 2013-2014 წლებში შემოვიდა 209 ათასი ტონა ხორბალი, 2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით უკვე შემოვიდა 240 ათასი ტონა ხორბალი. ამავე პერიოდში ზრდის ტენდენცია აღინიშნება ფქვილის იმპორტთან დაკავშირებითაც“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.