სტუდქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია სისტემატურად სუფთავდება, თუმცა მოსახლეობის დაუდევრობის გამო სისუფთავის შენარჩუნება ვერ ხერხდება.
“თბილსერვის ჯგუფი” სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საცხოვრებელი კორპუსიდან ნარჩენების გადაყრისგან, დაიცვან კანონი და ნარჩენები განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში – ე.წ.ურნებში.
დასუფთავების აქციის ფარგლებში, ნაგვისაგან მთლიანად გაიწმინდა სტუდქალაქის ტერიტორია, ადგილზე რამდენიმე ერთეული ტრაქტორი და თვითმცლელი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები