მალხაზ დოლიძე: ჯერჯერობით გამოვრიცხავ პურის გაძვირებას

მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება იმ ფონზე, როდესაც პურის ფქვილი გაძვირდა, ამ კითხვაზე პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირს.

ამასთან, მალხაზ დოლიძეს იმედი აქვს, რომ სიტუაცია დარეგულირდება და საქარხნო პურის ფასი არ აიწევს.

“იყო გარკვეული შეფერხებები ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროებიდან. ამან გარკვეული პრობლემები გამოიწვია და ფასები გაიზარდა. თუ მაგალითად, ერთი ტომარა ფქვილი ღირდა 37 ლარი, საშუალოდ ვამბობ ამას, – 44 ლარი გახდა. ჩვენ სახელწიფო სტრუქტურები საქმის კურსში ჩავაყენეთ და იმედი გვაქვს, სიტუაცია დარეგულირდება. ვიცი, რომ საბაჟოზე კონტროლი შემოიღეს, რაც ფქვილის ფასს დაარეგულირებს. როცა ფქვილის ალტერნატიული წყაროები იქნება, ფასები დაბლა წამოვა. ჯერჯერობით პატარა საცხობებში გაძვირდა მხოლოდ პური, თორემ საქარხნო პური არ გაძვირებულა. ჯერჯერობით გამოვრიცხავ პურის გაძვრებას, იმედი მაქვს, სიტუაცია დარეგულირდება”, – განაცხადა პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები