კიევში გრიგოლ ქათამაძის მანქანა გაძარცვეს (ფოტოკოლაჟი)

უკრაინის დედაქალაქ კიევში საქართველოს ყოფილი ელჩის გრიგოლ ქათამაძის კუთვნილი ავტომანქანა გაძარცვეს.
ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ფოტოკორესპონდენტმა ვლადიმერ მუსიენკომ დაწერა.
მისი თქმით, ინციდენტი ილინსკის მონასტრის სიახლოვეს მოხდა. ბოროტმოქმედებმა ქათამაძის ჯიპის მარკის ავტომანქანის ფანჯარა გატეხეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ძარცვის მომენტში ავტომანქანის სიხლოვეს მრავალი ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ მათ ბოროტმოქმედებისთვის ხელის შეშლა ვერ მოასწრეს, ვინაიდან ისინი დანაშაულის ადგილიდან მალევე მიიმალნენ.
კონკრეტულად რა არის წაღებული ავტომანქანიდან, უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

11897211_10204471231932454_2116110907_n

11868759_10204471231972455_1824881098_n

11910763_10204471231892453_405041426_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები