დავით კერესელიძე: გაეროს 70-ე სესიაზე საქართველოს პრემიერისა და პრეზიდენტის დელეგაციები იქნებიან წარმოდგენილნი

ნიუ-იორკში დაგეგმილ 70-ე სესიაზე ორივე-პრემიერისა და პრეზიდენტის დელეგაციები იქნებიან წარმოდგენილი, – გაეროში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის შესახებ საქართველოს საგარეო უწყებაში უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
კერესელიძის თქმით, ორივე დელეგაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
„ჩვენ ორივე დელეგაციის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას და ეს მუშაობა დაწყებულია. ისევე როგორც ჩვენ ცენტრალურ აპარატში შესაბამისი დეპარტამენტები იქ ჩვენი მისია იმუშავებს.

რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგმულია, პროტოკოლურად არამგონია ეს იყოს დიდი დარღვევა გავაკეთებთ ისე, რომ არანაირი დარღვევა არ იყოს”, – აცხადებს კერესელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები