ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას – პატრიარქი ჯარისკაცებს მიმართავს

ჩემო სულიერო შვილებო, ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, – ასე მიმართა ჯარისკაცებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

უწმინდესმა ჯარისკაცები დალოცა და მათ მხნეობა უსურვა. “ჩემო სულიერო შვილებო, ჯარისკაცებო, ყოველდღე ეკლესია ლოცულობს თქვენთვის და შეავედრებს თქვენს თავს ღმერთს, თქვენ მხნეობა მოგცეთ. ჩვენ არავის მტერი არ ვართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას”, – ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ადამიანი ჯარში არ უნდა გაბოროტდეს და ულმობელი არ უნდა გახდეს.

“როცა ვუყურებ ჩვენს ჯარისკაცებს გული ივსება სიხარულით, დიდი ხანია, ასეთი კავშირი არ ყოფილა ეკლესიას და ჯარს შორის. ჩვენმა ხალხმა გაიგო, რომ ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი შვილები და ჩვენი ქვეყნის დამცველები არიან. უპირველეს ყოვლისა, ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს და ულმობელი არ უნდა გახდეს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ჯარისკაცი სამშობლოს დამცველია. ჯარისკაცი იმ დიდი ღვაწლის გამგრძელებელია, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ”, – განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

ქადაგების დასასრულ კი, ილია მეორემ სასულიერო პირები დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები