დავით ნარმანია: განვიხილავთ იმ პროექტებს, რომლებზეც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება

 

თბილისის მერი დავით ნარმანია იერუსალიმში გამართულ ბიზნეს-ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც თბილისის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრებს, – ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანია ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს თელავივის უნისვერსიტეტში. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართება თელავივსა და იერუსალიმში. ასევე, ჩატარდება ბიზნეს-ფორუმი, საუბარი იქნება თბილისში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განვიხილავთ იმ პროექტებს, რომლებზეც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. შევხვდებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. გარდა ამისა, თელავივის უნივერსიტეტში წავიკითხავ საჯარო ლექციას, სადაც საუბარი იქნება საინვესტიციო საკითხებსა და შესაძლებლობებზე საქართველოს დედაქალაქში“,– განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერი დავით ნარმანია 16 აგვისტოს სამდღიანი ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა იერუსალიმის მერთან. შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ძველი ქალაქის განვითარების მიმართულებით იერუსალიმის გამოცდილების გაზიარებას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები