პრემიერი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს.

პრემიერი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ასევე ვიზიტის ფარგლებში, არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება, ასევე მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში გაიმართება.

სექტემბრის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ორმხრივი, ისე გაფართოებული შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები