თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

  • თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. აღნიშნული შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ე.წ.დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

    დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები