შს მინისტრი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდა (ფოტო, ვიდეო)

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საპატრულო პოლიციის რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებს შეხვდა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი წარუდგინა. მინისტრმა სამუშაო შეხვედრისას საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და არსებული პრობლემები განიხილა.

გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის რეგიონების სამმართველოების ხელძღვანელებს დავალებები მისცა და ყურადღება დეპარტამენტის გამართულ მუშაობასა და კანონდარღვევის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე გაამახვილა. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და საპატრულო პოლიციამ კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას წარმატებება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

11905393_690242141077788_4589805443569567456_n

11866215_690242177744451_4040039467122935693_n

11870695_690242184411117_9059750624823300240_n

11885141_690242137744455_2967743797049420564_n

11888042_690242254411110_2699495859278902173_n

11903965_690242154411120_5830842954057155708_n

11904678_690242257744443_363738542176228345_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები