“ნაფიცი მსაჯული რომ ზურაბ ჟვანია ყოფილიყო, გამამართლებელი ვერდიქტი დადგებოდა”
ზურაბ ჟვანიას საქმეზე მსჯავრდებულის, კობა ხარშილაძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ნაფიცი მსაჯული რომ ზურაბ ჟვანია ყოფილიყო, გამამართლებელი ვერდიქტი დადგებოდა, – აღნიშნული განმარტება მან სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
ჩვენ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას როგორც საზოგადოების წევრთა გადაწყვეტილებას, პატივს ვცემთ. თუმცა ნაფიცებს შორის, ზურაბ ჟვანია რომ ყოფილიყო, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.