ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების -კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი მიიღეს

ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი უკვე მიიღეს. მათ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი მეორე ეტაპზე, ანუ 6-საათიანი დროის დამატების შემდეგ მალევე გამოიტანეს.

ვერდიქტისთვის საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა. კერძოდ, 8 ხმა 4-ის წინააღმდეგ. პირველ ეტაპზე, რომელიც 3-საათიან ვადას მოიცავდა, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ერთხმად ვერ მიიღეს, შესაბამისად, დამატებითი შემდეგი დროის განსაზღვრა გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები