ახალციხეში მესამე სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ახალციხეში, სამსართულიან საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ორი სახანძრო ჯგუფი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. თავიდან ცეცხლი მესამე სართულის ერთ-ერთ აივანს გაუჩნდა, შემდეგ კი სახურავსაც მოედო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები