რევაზ არველაძე: გიდასტურებთ, ნამდვილად ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას
გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზი არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არველაძის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების წარმატებები იქნება.
“ბუნებრივია, მაქვს გეგმები, პროგრამა. კანდიდატებს საკმარისი დრო მივეცით, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოონ. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ადამიანია. რაც შეეხება ფეხბურთს, საფეხბურთო თვალსაზრისით უკეთესი შედეგები რომ გვქონდეს, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა დიდ შედეგებს მიაღწიონ”, – განაცხადა არველაძემ. როგორც არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზუსტად არ იცის, როდის აპირებს განაცხადის შეტანას, თუმცა, ეს მალე მოხდება, რადგან იგი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას აპირებს.
შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.