„ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის დღევანდელ განცხადებებს დადებითად აფასებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით გაცილებით თანაბრად ხდება მისი ხარჯვითი ნაწილის ფორმირება.
„არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო ბატონი ხადურის ამ განცხადებებში. ძირითადად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე გასულ წელთან შედარებით გაცილებით თანაბრად ხდება მისი ხარჯვითი ნაწილის ფორმირება და, როგორც გასულ წელს, ძირითადად, ხარჯვა მოდიოდა დეკემბერზე, განსაკუთრებით, წელს ამისი ნიშნები არ ჩანს“, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები