ვენის კონფერენციაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ლტოლვილების პრობლემების განხილვა გრძელდება

ვენის მე-12 საერთაშორისო გენერალურ საპარლამენტო კონფერენციაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ლტოლვილების პრობლემების განხილვა გრძელდება. როგორც “კვირას” ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტიდან აცნობეს, კონფერენციის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, ასევე კომიტეტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან გამართეს შეხვედრა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ კორეის, კანადის და იაპონიის წარმომადგენლებთან. მათივე ინფორმაციით, ეკა ბესელია და ოთარ ჩრდილელი ადამიანის უფლებათა დაცვის ფარგლებში არსებულ პრობლემებზე, ასევე პარლამენტთა შორის ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე, იაპონიის დელეგაციის ხელმძღვანელს, სამხრეთ კორეის ვიცე-პრემიერსა და განათლების მინისტრს, ავსტრიის პარლამენტის სპიკერს ესაუბრნენ. პირისპირ საუბრების შემდეგ ავსტრიის პარლამენტში შედგა გაცნობითი სახის შეხვედრაც. 14 აგვისტოს კონფერენციის ფარგლებში იგეგმება მემორანდუმის მიღება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და ლტოლვილთა პრობლემების მოგვარების გარანტიებს განსაზღვრავს. მემორანდუმს ხელს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციათა ხელმძღვანელები მოაწერენ ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები