„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო“
მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის ემბარგოს სიაში საქართველოს არმოხვედრას.
მისივე თქმით, საქართველოს გონივრული და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, ხელისუფლება ახერხებს, რომ ერთმანეთისგან გაყოს საკითხები, რომლებიც გვარდება და ვერ გვარდება რუსეთთან.
“იქ, სადაც მოგვარებადია სიტუაცია, ვთვლით, რომ ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რაც დააზარალებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ, მე მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც გადახედილია რუსეთთან მიმართებაში, შედეგი გამოიღო და საქართველო განაგრძობს სავაჭრო და სხვა ისეთ ურთიერთობებს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან არის გამომდინარე,” – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.