თეა წულუკიანი: რატომ არ მოახვედრა რუსეთმა საქართველო “შავ სიაში”, ეს იცის მხოლოდ რუსეთმა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას – არ გამოუცხადოს სასაქონლო ემბაროგო საქართველოს, დადებითად აფასებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქართველ ბიზნესმენს, გლეხსა და ფერმერს წაადგება.
თუმცა, მიზეზი, თუ რატომ მიიღო რუსეთმა ეს გადაწყვეტილება, მინისტრის თქმით, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებამ იცის.
„რატომ არ მოახვედრა რუსეთმა საქართველო “შავ სიაში”, ეს იცის მხოლოდ რუსეთმა.
ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუკი ეს სანქციების უქონლობა საქართველოსთან მიმართებაში წაადგება ჩვენს ქართველ ბიზნესმენს, ფერმერსა და გლეხს, ეს შემიძლია მხოლოდ დადებითად შევაფასო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები