გიგლა აგულაშვილი: ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა ახალი ბაზრის ასათვისებლად უნდა გავაგრძელოთ

საქართველო რომ არ მოხვდა ამ კონტრსანქციებში, შეიძლება მივიჩნიოთ კონკრეტულ ვითარებაში ერთგვარ ფრთხილ შეფასებად – ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როცა რთვლის სეზონი იწყება, ეს მესიჯი დადებითია.
“ჩემი აზრით, საქართველო რომ არ მოხვდა ამ კონტრსანქციებში, შეიძლება მივიჩნიოთ კონკრეტულ ვითარებაში ერთგვარ ფრთხილ შეფასებად. შეფასება ჩვენი მხრიდან ფრთხილად მოპყრობას და დაფიქრებას მოითხოვს. ეს მესიჯი მიმდინარე ვითარებაში, რთვლის წინ, როცა რთვლის სეზონი უკვე იწყება, კარგი სიგნალი იქნებოდა ბიზნესმენებისთვის, რომ მათ არ შეაფერხონ საქმიანობა, რადგან მოგეხსენებათ, ღვინისა და ღვინომასალების საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტი გადის რუსეთის მიმართულებით, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას – უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა ახალი ბაზრის ათვისებისთვის, ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ცალკეული ადამიანების, თუ პოლიტიკური ჯგუფების ნებაზე. ამიტომ ჯობია, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები განვავითაროთ, რადგან ქართული ღვინო, სპირტიანი სასმელები იკვლევს გზას, განსაკუთრებით პოპულარობით ქვევრის ღვინო სარგებლობს”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები