ოთარ დანელია: საქართველოსთვის ნებისმიერი, მათ შორის, რუსული ბაზარი უმნიშვნელოვანესია

მისასალმებელია ნებისმიერი დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას წაადგება. საქართველოსთვის რუსული ბაზარი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, – ასე შეაფასა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რუსეთის მთავრობის მიერ ე.წ. შავ სიაში საქართველოს არშეყვანის ფაქტი.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, სოფლის მეურნეობის დარგი რამდენიმე წელია, რაც ვითარდება და ნებისმიერი ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.
“მისასლმებელია ნებისმიერი დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას წაადგება. საქართველოსთვის რუსული ბაზარი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის და ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება დავიწყეთ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ და, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სტიმული იმისთვის, რომ ბაზრები მოვიძიოთ. თუმცა, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენთვის დივერსიფიკაცია არის თანაბრად პრიორიტეტული”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები