თეა წულუკიანი: მთავარია, “რუსთავი 2”-ს არ შეექმნას პრობლემები მაუწყებლობაში
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის გარეშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავარია, რომ ტელეკომპანიას არ შეექმნას პრობლემები მაუწყებლობაში და ხელი არ შეეშალოს საქმიანობაში.
მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი და ყველასთვის სავალდებულო.
„ჩემთვის მთავარია რუსთავის 2-ს არ შეექმნას პრობლემები მაუწყებლობაში და ხელი არ შეეშალოს იმაში, რომ გააგრძელოს საქმიანობა. ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს ხელს არ უშლის ამ მედიასაშუალებას, რომ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და ჩემთვის ამ ეტაპზე ეს არის მთავარი. დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას, არსებით გადაწყვეტილებას, რომელიც ყველასთვის იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი,“ – განცხადა თეა წულუკიანმა.