თინა ხიდაშელი: დღესაც აჟიოტაჟი “თავისუფალმა დემოკრატებმა” ატეხეს

ამ ადამიანების სამსახურში აღდგენას პოლიტიკური სარჩული მხოლოდ “თავისუფალმა დემოკრატებმა” მისცეს – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს, რომ ეს საკითხი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ასეა.
“ამ საკითხს პოლიტიკური სარჩული მისცა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და მორჩა. ის, რომ ერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს, რომ ეს საკითხი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ასეა. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღესაც აჟიოტაჟი სწორედ “თავისუფალმა დემოკრატებმა” ატეხეს. საქმე პირიქით არის. თავის დროზე ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთან დაპირისპირების გამო ეს ხალხი დააჭერინა და ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, სადაც არავის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მეორე ამბავი, რაც გვესმოდა მათი მხრიდან, იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება ჩემ დანიშვნაზე მის მიმართ ლოიალურობის გამო და მის ყველა ბრძანებას დავემორჩილებოდი. ახლა ჩამოვყალიბდეთ – თუ ეს ორი ამბავი სწორია, მაშინ ეს ადამიანები აქ არ უნდა იყვნენ და შემეძლო ამერჩია ის გზა, რომელიც მინისტრებს მრავალჯერ გაუვლიათ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. შემეძლო გამეჯანჯლებინა პროცესი, კანონზე მეძალადა, მეთქვა, რომ არ მაინტერესებს კანონში რა წერია, თავდაცვის სამინისტროში რაც მინისტრი გავხდი ასეთი წესი გვაქვს, იმიტომ რომ ასეთი მაგარი გოგო ვარ და ა.შ.”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები