შსს დავით ცინარიძესა და გიორგი ჭანტურიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე ამჟამად შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან. ისინი საქმიანობას უწყებაში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ, ხოლო მათ შემცვლელებს შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები