შსს-ში ცინარიძის და ჭანტურიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დავით ცინარიძის და მისი მოადგილის გიორგი ჭანტურიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც “კვირას“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით ცინარიძე და გიორგი ჭანტურია დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსად 2012 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები