ნოდარ ხადური უწყებათშორისი კომისიის სხდომას დაესწრო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათშორისო კომისიის სხდომას დაესწრო, რომელიც წყნეთი-ბეთანიის გზაზე გაიმართა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრომ მყისიერად დაიწყო დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება.
„თქვენ იცით, რომ ხაზინაში გაიხსნა სპეციალური ანგარიში, სადაც მოხდა თანხების მობილიზება. ამ წუთას აღნიშნულ ანგარიშზე არის 2,7 მილიონი ლარი. ეს ის თანხაა, რომელსაც ამ დღეებში გადავრიცხავთ თბილისის ბიუჯეტში. გარდა ამისა, რამდენიმე დონორთან ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ დამატებითი დაფინანსება, რაც მოხმარდება თბილისის გზების რეაბილიტაციას, მათ შორის, კონკრეტულად ამ მონაკვეთს, რომელზეც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები