სოზარ სუბარი: უნდა ვენდოთ სასამართლოს

ეს არ არის ის სასამართლო, ადეიშვილი რასაც უბრძანებდა, იმას რომ აკეთებდა, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ბრალდებულების თავდაცვის უწყებაში დაბრუნებას გამოეხმაურა.
მინისტრს მიაჩნია, რომ საკითხის გარშემო არსებული ეჭვებისა და კითხვების განხილვა კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს.
“უნდა ვენდოთ სასამართლოს. ეს არ არის სააკაშვილის სასამართლო, როდესაც ადეიშვილი სასამართლოს რასაც უბრძანებდა, იმას აკეთებდა. დღეს სასამართლო არის თავისუფალი. როდესაც არსებობს ეჭვი, ამ ეჭვის განხილვა კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები