ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორესთან ერთად ტიმოთესუბნის 800 წლისთავზე იმყოფებოდა (ფოტოკოლაჟი)

800-წლიანი ისტორია და XII-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრით ტიმოთესუბანში, – ისტორიულ სამონასტრო კომპლექსს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიართან ერთად სტუმრობდა.
მთავრობის მეთაური ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
პატრიარქმა პრემიერი დალოცა, დღესასწაულზე მისი დასწრების მნიშვნელობაზე იქადაგა და მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისტორიული კომპლექსის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
„ეს არის ძალიან დიდი დღე, ვინაიდან ჩვენ ტიმოთესუბნის 800 წლისთავს აღვნიშნავთ. ერი, რომელმაც ასეთი სიმდიდრე შექმნა, მდიდარია. თუ ხელისუფლება არ იზრუნებს იმაზე, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, მომავალი არ გვექნება. ჩვენი ვალია, ჩვენს პატრიარქთან, ჩვენს ეკლესიასთან ერთად გავაძლიეროთ ის, რაც სულიერად გვაძლიერებს. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს და სიმშვიდეს”,- მიმართა პრემიერმა ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას. სახალხო ზეიმზე პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა.

11026321_898367813587629_1744159756214561410_n

11219596_898368206920923_3589258174826145203_n

11831731_898368296920914_3676578148498190043_n

11870813_898367816920962_7724732015495932296_n

11870813_898368166920927_573888628006829214_n

11889529_898367940254283_9059968575433528675_n

11889582_898368170254260_5229639659841956938_n

11895954_898367890254288_2804990310306148573_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები