ნოდარ ხადური: სახელმწიფო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში არ ერევა

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, არასდროს არავის მხრიდან კითხვა არ დასმულა, ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა. კითხვები მის მოცულობასთან დაკავშირებით დაისვა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში არც სახელმწიფო და არც არავინ არ ერევა.
მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ექსკლუზიური უფლებაა.
“რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, არასდროს არავის მხრიდან კითხვა არ დასმულა, ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა. კითხვები მის მოცულობასთან დაკავშირებით იყო დასმული. ასე, რომ ამ შემთხვევაშიც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, ასევე ეროვნული ბანკის საბჭოს და არავინ საქართველოში არ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში”, -განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ხადურს მიაჩნია, რომ გიორგი ქადაგიძემ მეტი ეროვნულ ბანკში არსებულ პრობლემებზე უნდა ისაუბროს და მთავრობის წევრებისკენ ხელს არ უნდა იშვერდეს.
“მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე, უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან, ვინაიდან ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა”, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები