შსს-ს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე პაპიაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების და გამოვლენის ხელშეწყობა.
მემორანდუმი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთ პროაქტიულ საშუალებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები