“ევროპაში გაქცეული” ალექსანდრე ახვლედიანი ბრალდებას საგარეჯოდან გამოეხმაურა

თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ალექსანდრე ახვლედიანი ევროპაში გაიქცა, თავად საგარეჯოდან გამოეხმაურა.
ალექსანდრე ახვლედიანის ინფორმაციით, ევროპაში არა, მაგრამ იგი ჩინეთში მსოფლიო მძლეოსნობის საარჩევნო კონგრესზე მიემგზავრება.
„ჯერ ისევ საგარეჯოში ვარ (ევროპის შუაგულში)!!! დილით მივფრინავ პეკინში მსოფლიო მძლეოსნობის საარჩევნო კონგრესზე, ვბრუნდები 23 აგვისტოს და ჩემს უსაყვარლეს “პირველი რადიოს” ჟურნალისტებს ვეპატიჟები ჩინურ ჩაიზე, რომელსაც მათთვის ჩამოვიტან”, – წერს ალექსანდრე ახვლედიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვიდან რამდენიმე დღეში ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანი ევროპაში გაემგზავრა.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ახვლედიანი სამშობლოში აღარ დაბრუნდეს.
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ თანხების შესაძლო არასწორ ხარჯვასთან და ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორამაციის საფუძველზე შესაძლოა, პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები