თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თანამდებობებზე აღდგენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თანამდებობებზე აღდგენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
“ვფიქრობ განმარტება აუცილებელია.
თავდაცვის სამინისტროს და პირადად მე თავდაცვის მინისტრს ქვეყნის, მისი ინსტიტუტების ფუნქციონირება მხოლოდ კანონის უზენაესობის პირობებში წარმოგვიდგენია და კანონის უზენაესობის ერთგული ვრჩებით. ამავე პრინციპის ერთგულია ქვეყნის მთელი ხელისუფლება.
ეხლა საქმეზე.
1. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული.
2. გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება.
3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი — ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა.
4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ.
5. ვინმეს დამნაშავეობა / უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით.

თუ კიდევ რამეა გაუგებარი მზად ვარ კანონის მუხლებიც მუვუთითო, აქ არ ჩამოვწერე ისედაც მარტივი და ლოგიკური მეჩვენება”, – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები