„პოზიცია“ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ განცხადებას ავრცელებს.
„პოზიციას“ მიაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვა ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებში, რომ საშუალო და უფრო დიდი ასაკის ადამიანებთან ერთად, ახალგაზრდობასაც უფრო მეტი ხმა გააჩნდეს გადაწყვეტილებების მიღებისას. ამასთან, „პოზიცია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგას და ადამიანთა საყოველთაო უფლება – განათლების მიღების უფლება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს სოციალურად დაუცველებისა და რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდებისთვის. როგორც „პოზიციის“ განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი ქვეყნის წარმატებული ხვალინდელი დღე ხომ სწორედ მის განათლებულ მომავალ თაობაზე დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები