მსახიობი და ჟურნალისტი მერაბ თაბუკაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი და ჟურნალისტი მერაბ თაბუკაშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობმა საყვარელ საქმეს ნახევარ საუკუნეზე მეტი მიუძღვნა. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას მერაბ თაბუკაშვილმა შეასრულა მთავარი როლები სპექტაკლებში: „ფიგაროს ქორწინება“, „გმირი“, და „ხელის თხოვნა“.
სწავლის დასრულების შემდეგ ჯერ რუსთაველის თეატრში, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.
მერაბ თაბუკაშვილის ბიოგრაფიაში რამდენიმე ათეული დასამახსოვრებელი როლია, მათ შორის სპექტაკლში „კვაჭი კვაჭანტირაძე“. მის მოღვაწეობაში ასევე აღსანიშნავია სატელევიზიო გადაცემები: „რუსული რომანსის საღამოები“.
ქართველ მსახიობს ხუთშაბათს საკუთარი სახლიდან, გრიბოედოვის 5 ნომრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები