„საქართველო უმნიშვნელოვანესი საკვანძო ქვეყანა და რუსული სივრცის ჩამნაცვლებელი ხდება, რის გამოც რუსეთი დემარშებს აწყობს“

სოფელ თამარაშენთან ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ექსპერტი მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. მამუკა არეშიძის თქმით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა პერსპექტივაში ერთიათად გაიზარდა, საქართველო უმნიშვნელოვანესი საკვანძო ქვეყანა ხდება, რომლის ეკონომიკური აქტივობა რუსეთის საწინააღმდეგოა. ექსპერტის შეფასებით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც რუსეთის მხრიდან ასეთი ტიპის დემარშები ხდება.
„ ეს საქართველოზე და ქართულ საზოგადოებაზე რუსული მხარის ზეწოლის მეთოდოლოგიაა. რის გამო ხდება ეს გადმოწევები? გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა პერსპექტივაში ერთიათად გაიზარდა. თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ თურქმენული გაზის საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირება იგეგმება. ამავდროულად, აზერბაიჯანმა და ირანმა ხელი მოაწერეს, აზერბაიჯანის ენერგომატარებლების მეშვეობით ევროპაში ირანული გაზის ტრანსპორტირებას.
აზერბაიჯანული სისტემის გაგრძელებაა საქართველოს ენერგოკორიდორი. ეს რუსეთისთვის უზარმაზარი დარტყმაა. თუ შუააზიური ანდა ირანული გაზი წამოვა საქართველოს გავლით, თუ ჩინური ტვირთები, რომლებიც უკვე მოდის, წამოვა საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპაში, ეს ნიშნავს, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი საკვანძო ქვეყანა ხდება, რომლის ეკონომიკური აქტივობა რუსეთის საწინააღმდეგოა. ამას ემატება ის, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზა იხსნება. დღეს საქართველოს პერსპექტივა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე წლების წინ იყო. ის რუსული სივრცის ჩამნაცვლებელი ხდება. ასეთია საქართველო – აზერბაიჯანი ერთად, მაგრამ აქ სუსტი წერტილი საქართველოა, რის გამოც რუსეთის მხრიდან ასეთი ტიპის დემარშები ხდება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები