თინათინ ხიდაშელი: არა მგონია, დღეს თავისუფალი სიტყვის დაცვასთან გვქონდეს საქმე

თავისუფალ სიტყვას დაცვა სჭირდება, ოღონდ ის დასაცავი არასდროს არ უნდა გახდეს და მე არ მგონია, რომ დღეს ამასთან გვაქვს საქმე, – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ დავას.
მინისტრს მიაჩნია, რომ ტელეკომპანიის მფლობელებს უნდა ეყოთ გამბედაობა – თავისივე მხარდამჭერებს უთხრან სიმართლე ტელეკომპანიის წილებისა და მფლობელების შესახებ.
“თავისუფალ სიტყვას დაცვა სჭირდება, ოღონდ ის დასაცავი არ უნდა გახდეს არასდროს და მე არ მგონია, რომ დღეს ამასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, წინ სასამართლო პროცესებია, ყველაფერი გამოჩნდება. სამწუხარო ის არის, რომ დღეს “რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობიდან არავის არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, რომ სიმართლე უთხრას ხალხს, რომელსაც მხარდაჭერას სთხოვს. შეუძლებელია, იყო სოლიდარული ადამიანების მიმართ, რომლებიც მზად არიან, ხვალაც ზუსტად ისე მოგექცნენ, როგორც გუშინ გექცეოდნენ”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები